საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე და ევროპელი მინისტრების განცხადებები. ბრიუსელში იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. აუდიენციის დაწყებამდე განცხადებები საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის მატებაზე გაკეთდა.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი აღარ გაიზარდოს. შვედეთის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრი კი აღნიშნავს, რომ მომავალ კვირას შვედეთში საქართველოს შინაგან საქმეთა უწყების ხელმძღვანელი ჩავა, რომელთანაც ის ქართველ კრიმინალებსა და თავშესაფრის მაძიებლებზე ისაუბრებს. მისივე განცხადებით, საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფებების კუთხით იდენტიფიცირებულია ოთხი ქვეყანა, რუმინეთი, ლიტვა, პოლონეთი და საქართველო.