ევროპარლამენტის რეზოლუცია თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე

ბრიუსელის მწვავე პასუხი სოფელ კირბალში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულზე.

ევროპარლამენტი თამაზ გინტურის მკვლელობაში ბრალდებულის დასჯას და დანაშაულის გამოძიებას ითხოვს. ევროპელი დეპუტატები ევროპის საბჭოს მიმართავენ, რომ მომზადდეს ევროკავშირის სანქციების სია და დასანქცირდეს ყველა ის ადამიანი, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტებზე არის პასუხისმგებელი. რეზოლუციაში საკმაოდ მწვავე ჩანაწერებია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და იმ ვითარებაზე, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებშია შექმნილი. დოკუმენტის ავტორები საოკუპაციო რეჟიმების ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებასაც მოითხოვენ. საკმაოდ მწვავე იყო განცხადებები, რომლებიც რეზოლუციის კენჭისყრამდე, დებატების დროს გაკეთდა.

თათია მაყაშვილი გვეტყვის, როგორია ევროპარლამენტის რეაქცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის საქმეზე.