ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებს ეხმაურებიან. საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ ევროპელებმა უპირატესობა კონსერვატორულ მიმართულებას მიანიჭეს და არა ლიბერალურს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ევროპარლამენტში პირველ ადგილზე ისევ „სახალხო პარტიაა“, შესაბამისად, დიამეტრალურ ცვლილებებს ადგილი არ აქვს. შედეგების გამო, ევროპელი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებები, მაგალითად, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე კი, ტაქტიკური ნაბიჯია.