მძიმე შინაარსის შესწორებებს საკმაოდ მწვავე რეაქციები მოჰყვა თბილისში.
მმართველი გუნდი ანგარიშში მოხვედრილ კრიტიკულ ჩანაწერებს კატეგორიულად არ ეთანხმება და ხაზს უსვამს, რომ შესწორებებს იურიდიული ძალა არ აქვს. თუმცა, „ქართული ოცნების“ ლიდერები არ უარყოფენ, რომ დოკუმენტის გარკვეულმა ფორმულირებებმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივაზე შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს. იგულისხმება გავლენა ევროკავშირის იმ ქვეყნებზე, რომლებსაც ევროკავშირის გაფართოებაზე სკეპტიკური პოზიცია აქვთ. მმართველი პარტიის შეფასებით, სტრასბურგში მიღებული ანგარიში იმ ცალკეულ ევროპარლამენტართა პირად აღქმებზე და პოლიტიკურ ინტერესებზეა აგებული, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლების შეცვლა სურთ. მწვავე ჩანაწერების შინაარსს სრულად იზიარებს ოპოზიციის ნაწილი.