მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო ევროპარლამენტში გამართული დებატების მთავარი თემა.
სიტყვით გამომსვლელები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს პატიმრის ჯანმრთელობის და ყველა სხვა უფლება. ასევე ევრო-დეპუტატთა ნაწილის გზავნილია მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ. დებატების დროს ქართულ მხარეს დახმარება და პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციის სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაც შესთავაზეს.
გიორგი კობერიძემ მოისმინა ევროპარლამენტარების განცხადებები.