ევროპარლამენტარების ვიზიტი თბილისში

როგორ მუშაობენ ხელისუფლება და ოპოზიცია ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე – ევროპარლამენტის ორი წამყვანი დეპუტატი თბილისშია და პარლამენტში შეხვედრებს მართავს.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი სვენ მიქსერი და მარია კალიურანდი უსმენენ ყველა მხარეს – „ქართული ოცნების“ ლიდერს, ოპოზიციურ პარტიებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელს და სახალხო დამცველს. გზავნილია ერთია: 12 პუნქტის გარშემო ხელისუფლებამ და მისმა ოპონენტებმა ერთად მუშაობა უნდა მოახერხონ. „ევროპული ინტეგრაციის მიზნისთვის ყველა უნდა იყოს ერთად“ – ასეთია მთავარი მოწოდება. პარალელური პროცესების ნაცვლად ერთობლივი მუშაობის მოთხოვნას შეხვედრიდან გამოსული ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერებიც ადასტურებენ, თუმცა გაკეთდა რადიკალურად გასხვავებული განცხადებაც. იგულისხმება გიორგი ვაშაძის კომენტარი.