კითხვარის მიღებას მნიშვნელოვანი პროცესის დასაწყისად აცხადებენ თბილისში მყოფი ევროპარლამენტარები.
საქართველოს ევროპარლამენტის თავდაცვის და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის წევრები სტუმრობენ. დღის წესრიგის მთავარი თემები უკრაინაში მიმდინარე ომი, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეფასებაა. ხელისუფლების პირველ პირებთან და ოპოზიციასთან შეხვედრების შემდეგ იგეგმება ჩასვლა საოკუპაციო ხაზთან და ოკუპაციის მძიმე შედეგების ადგილზე ნახვა. მანამდე კი ევროპარლამენტარების მთავარი გზავნილი ევროინტეგრაციის გზაზე რეფორმების გატარებაა. დელეგაცია პარლამენტს მოუწოდებს, პროცესში ჩაერთოს და ყველა პარტიას შორის თანამშრომლობისთვის ყველაფერი გააკეთოს.