რამდენად გაითვალისწინებს პოლიტიკური სპექტრი ევროპარლამენტარების მთავარ გზავნილს და დაიწყება თუ არა ევროკომისიის 12 პირობის შესასრულებლად ერთობლივი მუშაობა – თბილისში ჩამოსულ ევროპელ დეპუტატებთან შეხვედრების შემდეგ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ არ გამორიცხავს, რომ რეკომენდაცია გაითვალისწინონ და „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ სამუშაო ფორმატებს შეუერთდნენ, თუმცა ხელისუფლების ჯგუფების მიმართ დიდი სკეპტიციზმია. გუნდში ამ თემის განხილვა დაწყებულია. „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ კი დღის წესრიგის მთავარ თემად კვლავ რიგგარეშე სესიის დანიშვნა და მათ მიერ მოთხოვნილი სამი საკითხის, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაა.