ევროპარლამენტის დელეგაცია სოფელ ოძისში იმყოფებოდა და საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნენ. კიდევ ეხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, დაგმეს რუსული აგრესია. არსებული ვითარების შესახებ მათ ინფორმაცია ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლებმა მიაწოდეს. გამყოფი ზოლიდან მათ სოფელ ახმაჯში განთავსებული რუსული ბაზების ხილვის შესაძლებლობაც ჰქონდათ.