ევროკავშირმა ამერიკის შეერთებულ შტატებს საექსპორტო საქონელზე საპასუხო 25%-იანი ტარიფი დაუწესა.
დადგენილება ძალაში დღეიდან შევიდა. საუბარია თითქმის 3 მილიარდი ევროს ოდენობის პროდუქტზე, მათ შორის ალკოჰოლურ სასმელებსა და მოტოციკლებზე. ბრიუსელის გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის მიერ ალუმინსა და ფოლადზე ევროკავშირისთვის დაწესებული ტარიფების საპასუხო ზომაა.
ევროპელი მეწარმეები ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ.