ევროკომისიის შუალედურ ანგარიშთან დაკავშირებით განსხვავებულია მოლოდინები საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციაში. მმართველი გუნდის ოპონენტები სკეპტიკურად არიან განწყობილი. უმრავლესობის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ქვეყანამ ყველა მოთხოვნასთან დაკავშირებით მაქსიმალურად იმუშავა.
შეგახსენებთ, უკრაინისა და მოლდოვის მიერ განხორციელებული რეფორმების პროგრესთან დაკავშირებით, ევროკომისია დღეს ზეპირ მოხსენებას წარადგენს ბრიუსელში. შეფასებას რამდენიმე საათში ჯერ ევროკავშირის ელჩებს გააცნობენ, უკვე ხვალ კი სტოკჰოლმში კომისარი ოლივერ ვარჰეი ევროპის საქმეთა მინისტრებთან ერთად იმსჯელებს სამივე ქვეყნის მიერ მიღწეულ შედეგებზე.