ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის შინაარსი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. პრემიერის ხელმძღვანელობით კომისიამ უკვე დაამტკიცა დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტულ ნაბიჯებს, პასუხისმგებელ უწყებებსა და შესრულების ვადებს. სამოქმედო გეგმა გაიგზავნება როგორც ევროპელ პარტნიორებთან, ასევე ევროკომისიაში. როგორც მმართველ გუნდში, ასევე ოპოზიციური სპექტრის ნაწილში, რეკომენდაციებთან დაკავშირებით ერთობლივ მუშაობაზე მზადყოფნას გამოთქვამენ, თუმცა მხარეები ერთმანეთს წარსულ გამოცდილებას ახსენებენ და თანამშრომლობის პროცესს სკეპტიკურად უყურებენ.
საბოლოო გადაწყვეტილება, მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს, ევროკავშირის სამიტზე გახდება ცნობილი, რომელიც ბელგიის დედაქალაქში 14-15 დეკემბერს გაიმართება.