ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესი - საკომიტეტო განხილვები

ევროკომისიის რეკომენდაციები და უკვე მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები – პარლამენტში დღეს დილიდან „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანაზეც მსჯელობენ. ცვლილების მიხედვით, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი ხელშეუხებელი იქნება და ამის გარანტიები კანონმდებლობით განისაზღვრება.

ბიუროს უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება და ჩხრეკა შესაძლებელი მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით იქნება. ოპოზიცია ცვლილებებს აკრიტიკებს, თუმცა, ისინი საკომიტეტო დონეზე განხილვებისას არ აქტიურობენ. საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომებს მხოლოდ თამარ კორძაია და ფრიდონ ინჯია დაესწრნენ.