მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს, – ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 14-15 დეკემბრის შეკრებაზე მიიღებს.
შეძლებს თუ არა ქართული პოლიტიკური სპექტრი ერთიან მუშაობას ევროკომისიის მიერ წარდგენილ ცხრა ახალ ნაბიჯზე – გაურკვეველია. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ოპოზიციისთვის კარი ღიაა, ოპოზიციის ნაწილი მზადაა კონსტრუქციულად იმუშაოს, თუმცა „ქართული ოცნების“ მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი. ამ დრომდე უცნობია მთავრობის მიერ დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შინაარსი, რომელიც ევროკომისიაში გაიგზავნა. ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე ევროპელი დიპლომატები საკუთარ მოსაზრებებს დღეს მედიასთან აფიქსირებენ.