ევროკომისიის მეოთხე პუნქტზე მუშაობა ფინალურ ეტაპზეა. საუბარია იმ რეკომენდაციაზე, რომელიც მარტში შექმნილი ორი უწყების – სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დამოუკიდებლობის გაძლიერებას გულისხმობს. ორივე უწყება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ შეიქმნა. სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის პოზიციები თითქმის შეჯერდა. მზად არის მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, თუმცა ოპოზიციის ნაწილს გარკვეული შენიშვნები აქვს. ოპონენტთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ ორივე სამსახურის ხელმძღვანელების ასარჩევად პარლამენტმა ქვორუმი გაზარდოს.