საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, მომავალი კვირის ბოლოს საარჩევნო კანონმდებლობის რევიზიის ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ჯგუფი შეხვედრაზე ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს განიხილავს. ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფები თვეზე მეტია შეხვედრებს მართავენ. ქართულ მხარეს ვადა პირველ ნოემბრამდე აქვს იმისთვის, რომ საკანონმდებლო ინიციატივები კანონებად აქციოს. 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესში მთავარი პრობლემა კვლავ პარალელური ფორმატებია.