რა უნდა ჩაიწეროს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონში. ამ საკითხზე „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციის ნაწილს შორის პოზიციები განსხვავებულია.
სამუშაო ჯგუფის ფარგლებში „ქართულმა ოცნებამ“ ოპონენტებს უკრაინული კანონმდებლობა შესთავაზა. მმართველი გუნდი განმარტავს, რომ უკრაინულ მოდელთან დაკავშირებით, ევროკომისიას აქვს პოზიცია, რომ ამ კანონმდებლობის იმპლემენტაცია უნდა მოხდეს. აქედან გამომდინარე „ქართული ოცნება“ აღნიშნავს, რომ მათთვის საზომი მოდელი სწორედ უკრაინული კანონია.
ოპოზიციის ნაწილი, რომელიც სამუშაო ჯგუფის მუშაობაშია ჩართული, ამ პოზიციას არ იზიარებს. მათი თქმით, დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება საჭირო საერთოდ არ არის. მეორე ნაწილს კი მიაჩნია, რომ უკრაინულ მოდელში რისკები არსებობს და მისი ქართულ რეალობაზე გადმოტანა არ უნდა მოხდეს.