როგორ უნდა შესრულდეს საქართველოს მიერ ეფექტურად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ცხრა ნაბიჯი. საკითხთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები პოლიტიკურ პარტიებს შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ის გზები და ხედვები, თუ როგორ უნდა გადავიდეს ქვეყანა ევროინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე. შეხვედრა ღია საზოგადოების ფონდის ოფისში, მრავალპარტიული დემოკრატიისთვის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.