ევროკომისიის ერთ-ერთი ყველაზე სადავო პუნქტის გარშემო დისკუსია დაიწყო.
როგორ ესახება პოლიტიკურ სპექტრს დეოლიგარქიზაციის მოთხოვნა – პარლამენტში გამართულმა შეხვედრამ ამჯერადაც ოპოზიციის ნაწილის გარეშე ჩაიარა. „ქართული ოცნების“ წინადადებაა, რომ უკრაინაში დეოლიგარქიზაციის შესახებ თვეების წინ მიღებული კანონი ქართულ რეალობაში გადმოიტანონ. ჭარბი ფინანსური რესურსი, გავლენები პოლიტიკასა და მედიაზე და დომინირებული მდგომარეობა ეკონომიკის რომელიმე სფეროში – ამ ოთხი კრიტერიუმით ხდება უკრაინაში ოლიგარქის სტატუსის დადგენა. თუმცა, ხელისუფლების სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში ჩართულ ოპოზიციას უკრაინული კანონმდებლობის გადმოტანა არასწორად მიაჩნია. ცვლილებები ერთპიროვნული მმართველობის გამოსარიცხად – ასე ესახება ოპონენტების ნაწილს ევროკომისიის მეხუთე რეკომენდაციის შესრულება. ოპოზიციის მხრიდან მინიშნებები გაკეთდა იმაზეც, რომ უკრაინული კანონის ქართულ რეალობაზე მორგებამ შესაძლოა ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შეზღუდოს.