საქართველოში ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორის ვიზიტი დაიწყო. პირველი შეხვედრა ევროკომისიის დელეგაციამ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორთან, გიორგი ჩოგოვაძესთან გამართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ავიაციისა და ტურიზმის განვითარების საკითხებს. გიორგი ჩოგოვაძემ ჰენრიკ ჰოლოლეის ის პროგრესი და განვითარების გეგმები გააცნო, რომლებიც საქართველოს აეროპორტების გამტანუნარიანობის ზრდისა და ახალი ავიაკომპანიების მოზიდვის მიმართულებით არსებობს.
ჰოლოლეის განცხადებით, გასულ წელს, საქართველოში ავიაციის სფეროში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. მან აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოში ერთ-ერთი სწრაფად მზარდი აეროპორტია.