საქართველო გააგრძელებს ძალისხმევას იმისათვის, რომ ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, დეკემბერში საბოლოოდ დადასტურდეს, – აცხადებენ უმრავლესობაში. გადაწყვეტილებას წლის ბოლოს ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერები კონსენსუსის საფუძველზე მიიღებენ. მანამდე კი, ქვეყანას იმ 9 დათქმის შესრულება მოუწევს, რომელიც ახალ დოკუმენტშია გაწერილი. ხელისუფლების აქტიურ მუშაობაზე აკეთებს აქცენტს მმართველი გუნდი. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ რეფორმების განხორციელების პროცესი ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება. რაც შეეხება, ევროკომისიის მოწოდებას ინკლუზიური მუშაობის შესახებ, – სახელისუფლებო პარტიაში ოპონენტებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი არ აქვთ.