ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის შესრულების მიზნით, საპარლამენტო მუშაობა იწყება. ხვალიდან „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრებს იწყებს და ოპოზიციურ სპექტრს პროცესში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ განხილვებს, სავარაუდოდ, ოპონენტების ის ნაწილიც დაესწრება, ვინც აქამდე საერთო მუშაობაზე უარს ამბობდა, თუმცა „ქართული ოცნება“ მათი მხრიდან კონსტრუქციულ მსჯელობას არ ელოდება.
უკვე ცნობილია, რომ ცხრა რეკომენდაციაზე მუშაობას მმართველ გუნდთან ერთად არ აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „ლელო“ კი გადაწყვეტილებას ჯერ არ ასაჯაროებს.