ევროკომისიის ცხრა პუნქტზე მუშაობა იწყება

ევროკომისიის ახალ დავალებებზე მუშაობა იწყება – ორშაბათს პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან პირველი სამუშაო შეხვედრაა ჩანიშნული. ჯერ ისევ გაურკვეველია, ჩაერთვება თუ არა პროცესში ოპოზიციის სრული შემადგენლობა.

ხელისუფლება სამუშაო ფორმატში მონაწილეობისთვის ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ ძალას იწვევს. მათი ოპონენტების ნაწილი ერთობლივ მუშაობაზე მზადყოფნას გამოთქვამს და აცხადებს, რომ დაანონსებულ შეხვედრას დაესწრება, თუმცა, აღნიშნავს იმასაც, რომ ცხრა რეკომენდაციის შესრულების პოლიტიკური ნება რეალურად არ არსებობს.