ევროკომისია საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ევროკომისიის შეფასებით, საქართველო ტრიოს ქვეყნებში საუკეთესოა საკითხების ექვსი ჯგუფიდან სამში, მათ შორის ე.წ. ფუნდამენტური სფეროების ჯგუფში. დოკუმენტი მართლმსაჯულების, სოციალურ, საგარეო პოლიტიკას, საგანმანათლებლო თუ ეკონომიკურ საკითხებს მოიცავს. მართლმსაჯულების თავის შეჯამებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში საერთო უფლებებისა და ვალდებულებების განსახორციელებლად. თუმცა, ინსტიტუციური თანამშრომლობა და კოორდინაცია სუსტია. ასევე ევროკომისიის შეფასებით, საქართველო ზომიერად არის მომზადებული საგარეო ურთიერთობების სფეროში. მას აქვს კარგი ადმინისტრაციული შესაძლებლობები საგარეო კომერციულ ურთიერთობებში ვალდებულებების მართვისთვის და როგორც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი, უკვე მიჰყვება ძირითადი მრავალმხრივი სავაჭრო შეთანხმებების დიდ ნაწილს, რომელსაც ევროკავშირი მისდევს.
უფრო კონკრეტულად რაზეა საუბარი დოკუმენტში – ანა ბროლაძე განავრცობს თემას.
ევროკომისიამ საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ანგარიში დღეს, 3 თებერვალს გამოაქვეყნა.