ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხზე დღეს პრემიერმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლების ამოცანაა შესრულდეს ყველა რეკომენდაცია. მისივე თქმით, ივნისის ბოლომდე დასრულდება ყველა პროცესი. რაც შეეხება დეპოლარიზაციას, პრემიერის თქმით, პოლარიზაციას კანდიდატის სტატუსის მინიჭება დაასრულებს.