ევროკავშირთან ასოცირების კომიტეტის სხდომა

გიგი უგულავას ბრალდების საქმე შესაძლოა ევროპარლამენტის ფაქტების შემსწავლელმა ჯგუფმა გამოიკვლიოს.

ამ წინადადებით გაერთიანებას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი მიმართავს.

თბილისის ყოფილი მერის დაკავება ერთ-ერთი თემაა, რაზეც სტრასბურგში მყოფ კახა კალაძეს და ირაკლი კობახიძეს ევროპელმა დეპუტატებმა კითხვები დაუსვეს. მმართველი გუნდი მზადაა, თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეზე ევროპარლამენტის მისიას ყველა დოკუმენტი და მასალა მიაწოდოს.

ევროპელი დეპუტატების ინტერესის საგანია პროპორციული საარჩევნო რეფორმის ჩავარდნა და დაწყებული, თუმცა შეწყვეტილი პოლიტიკური დიალოგიც. ამ თემებზე კითხვები ისმის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომაზეც, რომელიც სტრასბურგში ამ წუთამდე გრძელდება.

ნოდარ ჩაჩუა დეტალებით.