2014 წლის 27 ივნისს საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რითაც ეს თარიღი, საქართველოს უახლესი ისტორიის საგარეო ურთიერთობების ყველაზე მნიშვნელოვან დღედ იქცა, – აცხადებს ქვეყნის პირველი დიპლომატი.
დავით ზალკალიანი ამბობს, რომ ხელშეკრულება საქართველოს გზამკვლევია უფრო მეტად წარმატებული, დემოკრატიული, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მომავლისკენ. ეს შეთანხმება საქართველოს მოსახლეობის ევროპული არჩევანის კონკრეტული გამოხატულებაა და თითოეული მოქალაქის მონაპოვარია.