ევროკავშირმა ქიმიური იარაღის გამოყენებაზე პასუხისმგებლობა სირიის ხელისუფლებას დააკისრა
ევროკავშირი, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს ადანაშაულებს და გაერო-ს მოუწოდებს, შეიმუშავოს მექანიზმი, რომ დამნაშავე პირებმა პასუხი აგონ.
ლუქსემბურგში შეკრებილი საგარეო საქმეთა მინისტრები სირიისთვის სანქციების გამკაცრების შესაძლებლობასაც განიხილავენ.
ევროკავშირი სირიაზე ორი დღის წინ განხორციელებულ დარტყმებს მხარს უჭერს და აცხადებს, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.