ევროპის ქვეყნების დემარში რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის გამო.
ევროკავშირის ელჩი ევროპის რამდენიმე ქვეყნის ელჩებთან ერთად დღეს ეკონომიკის სამინისტროში მივიდა. დიპლომატების გზავნილი ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელით ნეგატიურია – ევროკავშირის ქვეყნები საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლებაზე პუტინის გადაწყვეტილებით და საქართველოს მთავრობის მხრიდან ნებართვის მიცემით შეშფოთებულები არიან. ელჩებმა დღეს ეკონომიკის მინისტრს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ ევროპამ რუსულ ავიაკომპანიებს ევროკავშირის ქვეყნების საჰაერო სივრცეში ფრენები აუკრძალა. საქართველო რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებით ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაშია – ასეთი იყო მინისტრ დავითაშვილის პასუხი.
თათია მაყაშვილმა მოისმინა შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებები.