ევროკავშირის წევრობის კითხვარს საქართველო გაწერილ ვადებში შეავსებს. ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი აცხადებს. მისი თქმით, რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებაში ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მრავალმხრივი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.
საქართველოს ევროკავშირში წევრობის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად გადაეცა. ამ ქვეყნებმა შევსებული კითხვარი ევროკომისიას უკვე გადაუგზავნა. ამ დოკუმენტის მიხედვით, ევროკომისია საკუთარ შეფასების ანგარიშს მოამზადებს და გადაწყვეტს, მიანიჭოს თუ არა ამა თუ იმ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.