ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი - საქართველო მოლოცვებს იღებს

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოს ულოცავენ პარტნიორები. ამასთან, საქართველოს პრემიერმა ისტორიულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თბილისში დღეს საერთო სახალხო ზეიმის გამართვა დააანონსა. კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, საქართველოსთვის ახლა დღის წესრიგში 9-პუნქტიანი საშინაო დავალების შესრულება და შემდეგ ეტაპზე – გაწევრიანების მოლაპარაკებაზე გადასვლაა.