ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტარების შეხვედრა ზურაბიშვილთან

ევროკავშირის წევრი რვა ქვეყნის პარლამენტების დელეგაციის წარმომადგენლებმა არჩევნების შესაძლო დარღვევებზე საერთაშორისო გამოძიება დილიდან მოითხოვეს. ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან გამართული დისკუსიის შემდეგ განცხადებები მედიისთვის გაკეთდა. ევროპარლამენტარებმა 26 ოქტომბრის არჩევნებს ანტიდემოკრატიული უწოდეს. საუბარი შეეხო პერსონალური სანქციების დაწესების საკითხს. ასევე აქცენტი გაკეთდა ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის საფრთხეებზე.