ვენეციის კომისიაში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის გაგზავნას პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა. „მივესალმებით საქართველოს პარლამენტის განცხადებას „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განსახილველად გაგზავნასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების შემქმნელებთან კონსულტაციები და მათი რეკომენდაციების შესრულება“, – აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.