გაუარესებული უსაფრთხოება და გამოწვევები, რომლებმაც ევროკავშირს ახალ სტრატეგიაზე გადაწყობისკენ უბიძგა.
24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა ევროპის დღის წესრიგი რადიკალურად შეცვალა. ევროკავშირის ლიდერები თანხმდებიან, რომ ევროპის ქვეყანაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე გაერთიანების წევრ ქვეყნებს უსაფრთხოების და თავდაცვის მეტი გარანტია და ერთმანეთთან უფრო მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობა სჭირდებათ. ნებისმიერ კრიზისულ სიტუაციაზე სწრაფი რეაგირების მიზნით არსებობს თანხმობა ერთობლივი სამხედრო დანაყოფის შექმნაზე. თავდაცვის ახალი მექანიზმები და ომის დაწყების შემდეგ მომზადებული სტრატეგია თავდაცვის და უსაფრთხოების განმსაზღვრელ დოკუმენტში გაიწერა სახელწოდებით, „სტრატეგიული კომპასი“.
ევროპული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში ნახსენებია საქართველოც.