„საქართველოს საჯარო შესყიდვების სისტემის გაძლიერება“ – დედაქალაქში ევროკავშირის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება ავსტრიის საჯარო შესყიდვების ფედერალური სააგენტოსა და სლოვენიის დავების განხილვის ეროვნული კომისიის მიერ განხორციელდა. პროექტის ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შემდგომ განვითარებასა და მოდერნიზებას ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.