ევროკავშირის კანდიდატობისთვის საჭირო მე-11 რეკომენდაცია შესრულებულად ცხადდება.
პუნქტი, რომელიც ქართულ სასამართლოებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების უფრო აქტიურად გამოყენებას გულისხმობს, სამი მოსმენით და 101 ხმით მიღებულია. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც ხელისუფლებამ და ოპოზიციამ პოლიტიკურ კონსენსუსს მიაღწიეს და შესაბამისად, მე–11 პუნქტის განხილვამ ხმაურის და პროტესტის გარეშე ჩაიარა. თუმცა, კანონპროექტის სასარგებლოდ დაფიქსირებულ ხმებს შორის არ აღმოჩნდა „სტრატეგია აღმაშენებლის“, ასევე „რეფორმების ჯგუფში“ გაწევრიანებული სხვა დეპუტატების ხმები, რის გამოც დღეს მათ მედიასთან განმარტებების გაკეთება დასჭირდათ. არგუმენტი, რომ მხარს უჭერდნენ, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო კენჭისყრის დროს დარბაზში შესვლა ან ღილაკზე ხელის დაჭერა ვერ მოახერხეს, „ქართული ოცნებისთვის“ დამაჯერებელი არ არის.