როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება, კანდიდატის სტატუსს საქართველოც მიიღებს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ევროკომისიის პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ საქართველოს ძლიერი ეკონომიკა აქვს, ძალიან დიდი იყო პოლიტიკური პროგრესიც, ამჟამად კი საჭიროა რამდენიმე რეფორმის განხორციელება, რომელიც მნიშვნელოვანია – ეს არის პოლიტიკური ერთიანობის ჩვენება, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და მოძრაობა ამ რეფორმების მიმართულებით.
საქართველოსთვის ისტორიული დღე უწოდა 23 ივნისს ემანუელ მაკრონმა და განაცხადა, რომ საქართველოსთან მიმართებაში არსებობს პირობები, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს.