ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში

ევროკავშირი საქართველოსგან ელოდება მეტ პროგრესს 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით, – განცხადება ამის შესახებ ევროგაერთიანების ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გააკეთა. დიპლომატი აღნიშნავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ.

ჟურნალისტების შეკითხვას, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე უპასუხა ჩეხეთის ელჩმაც და თქვა, რომ საქართველოს მთავრობის ნაბიჯები ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს უნდა შეესაბამებოდეს. კომენტარი გააკეთა ავსტრიის ელჩმაც.