ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი - შეფასებები

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ევროკომისიის რეკომენდაციები იყო კიდევ ერთი თემა, რომელზეც დღეს მედიასთან მმართველი გუნდის ლიდერებმა ისაუბრეს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციის თვითმიზანი ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებაა და ამ საქმეში მონაწილეობას ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც იღებს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პოლარიზაცია პრობლემურ პუნქტად დარჩება იქამდე, სანამ ოპოზიცია დერადიკალიზაციისკენ ნაბიჯებს არ გადადგამს. თბილისი მერი კი ამბობს, რომ ოპოზიციაა ერთადერთი, ვისაც ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ უნდა.