12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ პირველადი ანგარიშის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღე დარჩა. ევროკომისია ანგარიშს 8 ნოემბერს გაასაჯაროებს. მიენიჭება თუ არა ამჯერად საქართველოს კანდიდატის სტატუსი – პროგნოზები ძირითადად ოპტიმისტურია. ოპოზიციაში იმედოვნებენ, რომ მმართველი გუნდის რიტორიკის მიუხედავად, გადაწყვეტილება დადებითი იქნება. თუმცა ამას მხოლოდ საზოგადოების დამსახურებას და გეოპოლიტიკურ სიტუაციას უკავშირებენ. მოლოდინი პოზიტიურია სახელისუფლებო გუნდში, ამის ვარაუდის საფუძველს მმართველი გუნდის წევრების განმარტებით, მათ ის კანონპროექტები აძლევთ, რაც ევროკომისიის 12 რეკომენდაციის ფარგლებში მიიღეს.