მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. როგორია მოლოდინი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გამართული და მიმდინარე ვიზიტების შემდეგ.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ თუ გადაწყვეტილება 12 რეკომენდაციის შესრულების მიხედვით იქნება მიღებული, საქართველოს სტატუსი მიენიჭება, რადგან ქვეყანა აღებულ ვალდებულებებს ასრულებს. თუმცა „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ იმასაც, რომ ბევრი რამ, წლის ბოლოსთვის არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.