ოკუპირებულ ცხინვალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური.
„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწრივ დაძაბულობის ზრდა სრულებით მიუღებელია. ასევე, მიუღებელია ფაქტობრივად არაზუსტი განცხადებები სამხრეთ ოსეთის მხრიდან, რომლებიც უსაფრთხოებასა და ადგილზე განვითარებულ მოვლენებს ეხება, ეს მხოლოდ გაამწვავებს დაძაბულობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები თბილისში. როგორ აფასებენ ამ განცხადებას მმართველი გუნდის თუ ოპოზიციის წარმომადგენლები, – მაკა არჩევნიშვილი გვერთვება დეტალებით.