ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შესასრულებელი რეკომენდაციები თუ გაწევრიანების ვადები – ეს არის კითხვები, რომელიც ბოლო დღეებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებებმა გააჩინა. თუ შარლ მიშელი აცხადებს, რომ ევროკავშირის გაფართოებისთვის მზად 2030 წლისთვის იქნება, დანა სმიტი ამბობს, რომ ახლა მთავარი არა თარიღი, არამედ რეფორმების პროცესში გაწევრიანებისთვის მსურველი ქვეყნების დახმარებაა. ის რომ, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, ამაზე ქართული პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, თუმცა მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და ევროკომისიის წარმომადგენლის განსხვავებული განცხადებები ისევ ურთიერთბრალდებების მიზეზი გახდა. დეკემბრის კანდიდატის სტატუსზე მისაღებ გადაწყვეტილებამდე, ოქტომბერში, ოფიციალური თბილისი ევროკომისიის ანგარიშს ელოდება.