ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის 2024 წლის ანგარიშს, სადაც საქართველოს მიერ ცხრა რეკომენდაციის შესრულებაა შეფასებული, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკომისიის ანგარიში მკაფიო დასტურია, რომ მიუხედავად ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მუდმივი ობსტრუქციისა, საქართველო დგამდა მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.