ევროკავშირის ელჩის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა, სტანდარტებს აკმაყოფილებს. პაველ ჰერჩისნსკის განმარტებით, ევროკავშირს აქვს აუდიოვიზუალური სერვისების დირექტივა. მისივე თქმით, საქართველოსთან ერთად მიმდინარეობდა მუშაობა, რათა დაახლოებულიყო საქართველოს კანონმდებლობა აღნიშნულ დირექტივასთან და ეს კანონპროექტი, რომელიც ახლახან დამტკიცდა, აკმაყოფილებს ამ აუდიოვიზუალური სერვისის დირექტივის სტანდარტებს.