ევროკავშირის ელჩის პოზიცია

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მისივე თქმით, კონტაქტი აქვთ სააკაშვილის ოჯახის წევრებთან. ამასთან, როგორც ჰერჩინსკი ამბობს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყო მიხეილ სააკაშვილის უფლებები.