ევროკავშირის ელჩის განცხადება

„ევროკავშირის გადასაწყვეტი არ არის პოლიტიკური საკითხები არჩევნებამდე, არჩევნების დროს ან შემდეგ, ეს საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკი განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირი პატივს სცემს ქართველი ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს. ჰერჩინსკის განცხადებით „საქართველოს მოქალაქეებმა უნდა აირჩიონ მთავრობა, რომელიც მათ სურვილებს და მისწრაფებებს წარმოაჩენს“. ამასთან, მისივე თქმით, ყველა ქვეყანას, რომელიც შეუერთდა ევროკავშირს, მიეცა შესაძლებლობა დიდი ცივილიზაციური ნახტომისთვის. როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, იმედოვნებს, რომ საქართველოს შემთხვევაშიც ასე იქნება.