„საარჩევნო ბარიერი მნიშვნელოვანია, რადგან სიტუაცია, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მათი ხმები არ არის ასახული მომავალ პარლამენტში, არის შეუსაბამო. თუმცა მეორე მხრივ, ზედმეტად ბევრი მრავალფეროვნება, ასევე არ არის სათანადო“ – განცხადება ამის შესახებ ჟურნალისტებთან ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გააკეთა, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესფორუმში მონაწილეობს. ელჩმა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებითაც უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს და განაცხადა, რომ იმედოვნებს ევროკავშირის სახელმწიფოები გაიზიარებენ ევროკომისიის რჩევას და კანდიდატის სტატუსზე პოზიტიურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.