ევროკავშირის ელჩის განცხადება

პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირი ელოდება, რომ საქართველოს 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით პროგრესი ექნება.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის შეფასებით, პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური. მისივე განმარტებით, ევროკომისია ამ პროგრესს მომავალ წელს შეაფასებს, მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება დაახლოებით ერთ წელიწადში მიიღება.