ევროკავშირის ელჩის განცხადება

როგორ ასრულებს საქართველო ევროკომისიისგან მიღებულ რეკომენდაციებს? – ამ შეკითხვით ჟურნალისტებმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს მიმართეს. დიპლომატი ამბობს, რომ შესრულების ნაწილზე საუბარი ჯერ ადრეა. პაველ ჰერჩინსკის თქმით, ქართულმა მხარემ მჭიდრო ვადები დააწესა რეკომენდაციების შესრულებაზე, ის იმედოვნებს, რომ პროცესი ჩატარდება ძალიან ინკლუზიურად, მათ შორის ოპოზიციის ჩართულობით, რომელმაც საერთო ძალისხმევაში ძალიან კონსტრუქციულად უნდა მიიღოს მონაწილეობა.